ვენეციის კომისია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა. დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს და პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის წევრებს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები და პროცედურა დეტალურად გააცნო. 

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კომისიის წევრები შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთა გამართავენ. შეხვდებიან ევროპული საქართველოს, ენმ-ს, პატრიოტთა ალიანსს და დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს.

კომენტარები