უბედური შემთხვევა

"გამოვიძიებთ საკითხს და მივიღებთ შესატყვის ზომებს" - ქობულია ჭავჭავაძეზე მუშების დაღუპვაზე

"ეს არის ძალიან ცუდი უბედური შემთხვევა" - ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვას გამოეხმაურა.

"ჩვენ, აუცილებლად, დეტალურად გამოვიძიებთ ამ საკითხს, მივიღებთ შესატყვის ზომებს, იმისთვის რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი, რომ ასეთი რაღაცა არ განმეორდეს" - თქვა მინისტრმა.

“სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით, სოლიდარობის ქსელის ინიციატივით, 1 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან აქცია - “დროა, ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ” გაიმართება. მოქალაქეები შრომის უსაფრთხოებას მოითხოვენ.

კომენტარები