უბედური შემთხვევა

ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად დაღუპული მეორე მუშის ცხედარიც იპოვეს

მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაღუპული მეორე მუშის ცხედარიც იპოვეს. ის 40 წლის იყო.

“სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, მეორე ადამიანს კი, ამ დრომდე ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით, სოლიდარობის ქსელის ინიციატივა ათ, 1 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან აქცია - “დროა, ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ” გაიმართება. მოქალაქეები შრომის უსაფრთხოებას  მოითხოვენ.

კომენტარები