მიკ ჯაგერი

THE ROLLING STONES-მა მიკ ჯაგერის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ტურნე გადადო

მიკ ჯაგერი

Rolling Stones-მა ამერიკისა და კანადის ტურნეს თარიღები გადადო, რადგან მათ ვოკალისტს მიკ ჯაგერს მკურნალობა სჭირდება.

"მიკს უთხრეს ექიმებმა, რომ ახლა ის ვერ წავა ტურნეში, რადგან მკურნალობა სჭირდება. ექიმებმა ასევე ურჩიეს მიკ ჯაგერს, რომ სრულად გამოჯანმრთელდეს, რათა რაც შეიძლება მალე შეძლოს სცენაზე დაბრუნება", - დაწერა ტვიტერზე Rolling Stones-მა.

ტურნეს ფარგლებში მთლიანობაში 17 კონცერტი გადაიდო.

"მე ყველა ჩვენს ფანს კანადასა და ამერიკაში ბოდიშს ვუხდი. მძულს, რომ ასე დაგაღალატეთ. მე განადგურებული ვარ კონცერტების გადადების გამო, მაგრამ ვიმუშავებ ძალიან ბევრს, რათა სცენაზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი ბოდიში ყველას", - დაწერა მიკ ჯაგერმა ტვიტერზე.

კომენტარები