შიდა ქართლი

შიდა ქართლის ერთერთ სოფელში საჯარო ბაღს სტალინის სიტყვები აწერია

შიდა ქართლის სოფელ ზერტში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ფასადს საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის, ციტატა აწერია და დიქტატორის მინი ბიუსტი ახატია. 

წარწერის ამსახველი ფოტო Facebook-ზე ერთერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. 

ტაბულა ამასთან დაკავშირებით შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც ჩვენს ჟურნალისტს ჰკითხეს "თქვენ გაწუხებთ ეს?"

ადმინისტრაციის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით აქამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ტაბულა დამატებით დეტალებს მიღებისთანავე მოგაწვდით. 

კომენტარები