შიდა ქართლი

შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა

კახა სამხარაძე

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად-გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახა სამხარაძე, 2014-2015 წლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს, ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობისპროექტში, ასევე, იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი. შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

კახა სამხარაძემ იოსებ ოქრომელიძე შეცვალა, რომელიც დღემდე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.

კახა სამხარაძე ქართული ოცნების პროპორციულ სიაში 128-ე იყო.

კომენტარები