გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვა

ბახტაძე ქობულიას გაქურდვაზე: ჩვენს ხელისუფლებაში პრივილეგირებული პიროვნებები არ არიან

თქვენ განაცხადეთ, რომ ვითომ შსს-მ არ დაადასტურა ეს საკითხი თუ დამალა და ა.შ.

შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია არის საჯარო ამის შესახებ და თუ იმას მეკითხებით, რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები. ასეთი რაღაცა ყველგან შეიძლება მოხდეს

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვაზე. ცნობისთვის, ბრალდებული უკვე დააკავეს. აღსანიშნავია, რომ გუშინ შსს მედიასთან საუბარში ქობულიას სახლის გაქურდვის ფაქტს არ ადასტურებდა, თავად მინისტრი კი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაზე კითხვებს, ვერ უპასუხებდა.

კომენტარები