ზვიად გამსახურდია

"საფოსტო მარკა, პრემია, ბიბლიოთეკა, გამოფენა" - რას აპირებს მთავრობა გამსახურდიას იუბილეზე

ზვიად გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ რამდენიმე ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ საქართველოს ფოსტა გამოსცემს მარკას, ხოლო განათლების სამინისტრო "ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის" დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც ყოველწლიურად, 31 მარტს გაიცემა.

"ასევე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, წიგნები ფოტოები

რეგიონალური განვითარების სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი და ამავდროულად, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები" - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები