ზვიად გამსახურდია

სახლს, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

ძველ ხიბულაში მდებარე საცხოვრებელ სახლს, რომელიც კარლო ღურწკაიას ეკუთვნოდა და ამჟამად ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. 

ეს სწორედ ის სახლია, სადაც გამსახურდიამ მისი დაცვის რამდენიმე წევრთან ერთად, სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. ის ამ სახლში 1993 წლის დეკემბერში სამოქალაქო ომის დროს იმყოფებოდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში, 1993 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა.  

ამ სახლთან ერთად,კიდევ 13 ობიექტს მიენიჭა ძეგლის სტატუსი.

კომენტარები