ლიონელ მესის მოოქროვილი iPhone XS Max-ი

ლიონელ მესის 7000-ევროიანი მოოქროვილი სმარტფონი

ბარსელონას არგენტინელმა კაპიტანმა ლიონელ მესიმ iPhone XS Max შეიძინა, რომელიც 24-კარატიანი ოქროთია გაფორმებული. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ამ მოდელის ფასი დაახლოებით 1300 დოლარია. ოქროთი გაფორმების შემდეგ, აპარატის საბოლოო ღირებულება 7000 ევრო გამოვიდა. აპარატის უკანა ნაწილზე ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების გერბებია გამოსახული, ასევე - ლეოს ცოლ-შვილის: ანტონელას, ტიაგოს, ჩიროსა და მატეოს სახელები და თავად ფეხბურთელის სათამაშო ნომერი - 10.

კომენტარები