ფარული ჩანაწერები

ბესელია ფარულ ჩანაწერებზე: ჩემ მიმართ განხორციელებული შტურმის ფონზე ისევ გააქტიურდა ეს თემა

ჩემ მიმართ განხორციელებული ერთგვარი შტურმის ფონზე ისევ გააქტიურდა ეს თემა და ისევ გამოჩნდა ეს უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტი. ესეც შემთხვევით ხდება? მე ვსვამ ახლა კითხვებს და მინდა ამ კითხვებზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლების მხრიდან. გუშინ, როდესაც მედიამ ამის თაობაზე მითხრა, შსს-ს დავუკავშირდი და მათ ვაცნობე. არ ჰქონდათ ინფორმაცია, ჩემგან გაიგეს. რატომ გაიგეს ჩემგან? ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები დაცულები უფრო მეტად უნდა იყვნენ თუ არა ასეთი რამით?! ჩემს დაცვაზე ნაკლებად შეიძლება იფიქრონ და იზრუნონ, რადგან მიჩვეული ვარ ჯერ ნაციონალური მოძრაობის დროს პერსონალურ შტურმს და შურისძიებებს და ბევრი რამ გავიარე. აქამდე ვერ არის ან არ არის ნაპოვნი დამკვეთი, მე ველოდები პირველ საქმეზეც ამ დამკვეთს და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით, ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ შსს-ს და პროკურატურისგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს, რა ჰქვია ამ ყველაფერს. 

ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გავრცელების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ კადრების თავიდან გამოჩენა მის მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებულ შტურმს ემთხვევა.

კომენტარები