ნატო-საქართველო

24 მარტს საქართველოში NATO-ს გენ. მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოვა

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 24 მარტს საქართველოს ეწვევა, ხოლო 25 მარტს კი ოფიციალურ შეხვედრებს დაიწყებს. 

ორშაბათს ის მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამასთან, სტოლტენბერგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც, შეხვდება. 

2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც (JTEC) მოინახულებს.

კომენტარები