საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევით მოქმედი 5 სათამაშო აპარატი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინა. გამოძიების ინფორმაციით, შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, თბილისში, ხალხმრავალ ადგილებში  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდათ აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი 5 სათამაშო აპარატი. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები