გარემოს დაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ის გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბესო შუბითიძე მაშინ დაჭრეს, როდესაც ბრაკონიერების გამოსავლენად თანამშრომლებთა ერთად შემოვლას აწარმოებდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს.