გახარია: მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არც მიმიწერია და არ გამიგზავნია, წერტილი

მე დაველოდები, კიდევ რას იკადრებენ... მხარე, არც ვიცი, ვინ, თუნდაც [მამუკა ხაზარაძე].

ობიექტურად , რომ ეს თემა დაიხუროს - მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არც გამიგზავნია მამუკა ხაზარაძისთვის რაიმე წერილი, წერტილი.

ამის შემდეგ, ყველა სახის საუბრები გაგრძელდება იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რა ქმედებები, ნაბიჯები ან რა სახის ლოგიკით იქნება გავრცელებული... ეს მას ჰკითხეთ [იცრუა თუ არა მამუკა ხაზარაძემ], მე ასე მარტივად ბრალდებებს არ ვაცხადებ, თან ეთერში, იმიტომ, რომ მე ვამბობ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად - მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არ გამიგზავნია

შს მინისტრი გიორგი გახარია TV პირველის ეთერში, თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

კომენტარები