Game of thrones

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ: ჩემი უკანასკნელი სცენა ლამაზი იყო

ჯეიმი ლანისტერი

სერიალ Game of Thrones-ში, ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელმა ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ მერვე სეზონის შესახებ Star2-თან ისაუბრა.

"ჩემთვის ჯეიმი ლანისტერი საინტერესოა. ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, სიყვარულისთვის აკეთებს. იგი საკმაოდ კომპლექსური ადამიანია", - თქვა ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ.

მეშვიდე სეზონის ბოლოს ჯეიმი ლანისტერი თავის დასა და ერთადერთ სიყვარულს, სერსეი ლანისტერს ტოვებს და მეფის სავანიდან მიდის.

"დიდებული ბოლო სცენა მქონდა, ლამაზი და შესანიშნავი გზა იყო დასრულებისთვის. კონკრეტულად ვერ გეტყვით რომელ სცენაზე ვსაუბრობ, თუმცა ნამდვილად არ ვგულისხმობ სერიალის ბოლო სცენას", - თქვა ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ.

მისი თქმით, ბოლო სცენის ჩაწერისას გადაღებებზე ბევრი ადამიანი ტიროდა.

"არ ველოდი რომ ასეთი ემოციური ვიქნებოდი, ამიტომ არ ვიცი რა მოხდა -  ალერგია მქონდა და თვალში რაღაც ჩამივარდა. ჩემი უკანასკნელი სცენა ლამაზი იყო", - თქვა ნიკოლა კოსტერ-ვალდაუმ.

Game of Thrones-ის მერვე სეზონის პრემიერა 14 აპრილს შედგება.

კომენტარები