კობახიძის კანონპროექტი

შაქარიშვილი: მიქაუტაძის ცივსისხლიანი გადაწყვეტილებით,"ოცნების" გამარჯვებას ციხეში შევხვდი

ნამდვილად გაოგნებული ვართ საზოგადოების დიდი ნაწილი იმ შედეგით რა შედეგიც დადგა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს სახუმაროდ საქმე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა გადავხედოთ და გავაანალიზოთ თუ რა შევუკვეთეთ, რა დაუკვეთა ქართულმა საზოგადოებამ 2012 წელს და რა მივიღეთ დღეს. ეს იმიტომაც, რომ მე ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ქართული ოცნების გამარჯვებას ციხეში შევხვდი და იცით ვის გამო და რის გამო? მოსამართლემ ძალიან მარტივად, ცივსისხლიანად შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა და ეს მოსამართლე იცით ვინ იყო? სწორედ ის ადამიანი ვიზეც ჩვენ გვეუბნებიან და გვთავაზობენ თეზის, ცუდების გაკარგებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელიც იყო იმ სიაში, რომელიც იუსტიციის საბჭომ 2018 წლის გაუგზავნა საქართველოს პარლამენტს და რომ არა ძალიან ღირსეული ნაბიჯები და მოქმედებები საქართველოს პარლამენტის კონკრეტული წევრების მიმართ და რომ არა ძალიან დიდი საზოგადოებრივი წნეხი, ეს ადამიანი გახდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე. აი ეს ვითარება მივიღეთ დღეს ჩვენ, ნაცვლად იმ ღირებულებების დაცვისა, რაც რეალურად იყო საზოგადოებრივი დაკეტა. 

თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი ტვ.პირველის გადაცემაში "რეაქცია"

კომენტარები