კობახიძის კანონპროექტი

პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ "კობახიძის კანონპროექტი" მე-3 მოსმენით მიიღო

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა ე.წ კობახიძის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 - წინააღმდეგ წავიდა. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა, ვენეციის კომისიამ დასკვნა მოამზადა და მისი ბევრი ასპექტი მწვავედ გააკრიტიკა. ამის შემდეგ მმართველმა გუნდმა კანონპროექტში რამდენიმე ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, იურისტების თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მცირე ნაწილის გათვალისწინება არ ცვლის ზოგად, არასახარბიელო სურათს

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები