კობახიძის კანონპროექტი

ბოკერია "ოცნებას": თქვენ მოახერხეთ, რომ ინაშვილის და მარშანიას გამოსვლების ნაწილს ვეთანხმები

კიდევ ერთი საოცარი დღეა. ჯერ ვუსმენდი ბატონ ბექა ნაცვლიშვილს, შემდეგ ქალბატონ ინაშვილს, ბოლოს ადა მარშანიას და ჩემ თავს გამოვუტყდი, რომ იყო რაღაც ნაწილები მათ გამოსვლაში, რასაც ვეთანხმები. ეს ძალიან რთული ამბავია და ეს მოახერხეთ თქვენ, პატივცემულო წევრებო ქართული ოცნების, ამის წარმოდგენაც კი ძნელი იყო. არ ვიცი, აღიარებენ თუ არა, რომ რამეში მეთანხმებიან, მაგრამ იყოს ეს ჩემი "მძიმე აღსარება", რომ ნაწილს მაინც მართალს გეუბნებოდნენ, რასაც მოგახსენებდნენ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადება პარლამენტში, სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების, ე.წ. კობახიძის კანონპროექტის განხილვისას.

კომენტარები