ქუცნაშვილი: ერთი კანონი მოიყვანეთ მაგალითად, რომელიც უკეთესი იყო და ჩვენ გავაფუჭეთ

[ოპოზიციას] თუ თქვენ [მაგალითად] მოიყვანთ ერთ კანონსაც კი, რომელიც უკეთესი იყო ხალხისთვის და ჩვენ გავაფუჭეთ, მე ბოდიშს მოვიხდი, ავდგები და დაგიჭერთ მხარს. ერთი კანონი მოიყვანეთ, რამაც სახალხო დამცველის მდგომარეობა გააუარესა, ადვოკატის მდგომარეობა გააუარესა, დაზარალებულის მდგომარეობა გააუარესა, მოსამართლის მდგომარეობა გააუარესა. ერთი კანონი მომიყვანეთ, რომელიც გაუარესდა და მე მოვიხდი ბოდიშს და მოვთხოვ პასუხს ამ ხალხს [იუსტიციის სამინისტროს] როგორც ინიციატორებს, აი, ამ გაუარესებულ კანონებზე. მაგრამ მაგალითები არ გაქვთ, წყევლა-კრულვა გეხერხებათ და ამ გარემოში, სადაც არგუმენტები დავიწყებულია და წინა პლანზე წყევლა-კრულვაა წამოსული, რა თქმა უნდა, ძნელია ემოციების გარეშე საუბარი

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პასუხობს ოპოზიციის კრიტიკას იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში

კომენტარები