ევროპის სახალხო პარტია

ვიქტორ ორბანის პარტიას EPP-ს წევრობა შეუჩერეს

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის პარტიას EPP-ს წევრობა შეუჩერეს. ევროპის სახალხო პარტიების გაერთიანებამ გადაწყვეტილება 190 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე "ფიდეში" EPP-ს შეხვედრებს ვეღარ დაესწრება და ხმას ვეღარ მისცემს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, არღვევს თუ არა "ფიდეში" ლიბერალური დემოკრატიის, პლურალიზმის და კანონის უზენაესობის პრინციპებს. ამ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ორბანის გაერთიანებას ევროპის სახალხო პარტიიდან გარიცხავენ.

ვიქტორ ორბანს და მის პარტიას ევროკომისრები და ევროპარლამენტარები ევროკავშირის ფონდების არასწორად გამოყენებაში, კორუფციაში, ანტისაიმიგრაციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ. კრიტიკის მიზეზი გადასახადების გადამხდელების ფულით ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ მიმართული ანტისემიტური კამპანიაც გახდა. 

კომენტარები