ყაზახეთი

ყაზახეთის ახალ პრეზიდენტს სურს დედაქალაქს ნაზარბაევის პატივსაცემად "ნურსულთანი" დაარქვან

Getty

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი ინიციატივით გამოდის ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი ნურსულთან ნაზარბაევის საპატივცემულოდ გადაარქვან.

ინაუგურაციის დროს გამოსვლისას მან თქვა, რომ ნაზარბაევი შესანიშნავი ლიდერი და რეფორმატორია.

"გთავაზობთ ქვეყნის დედაქალაქ ასტანას პირველი პრეზიდენტის საპატივცემულოდ ნურსულთანი დავარქვათ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხდება ნურსულთან ნაზარბაევმა გუშინ გააკეთა.

78 წლის ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 28 წელი მართავდა.

ტოკაევი პრეზიდენტის მოვალეობას 2020 წლის აპრილამდე შეასრულებს. სენატის სპიკერად ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი დარიგა დაინიშნა.

ნაზარბაევი კვლავ დარჩება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ და სახალხო დემოკრატიული პარტია ნურ ოტანის ლიდერად, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას ფლობს.

კომენტარები