მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე პრაქტიკულად ვაჩვენე სახე - ამ მმართველობის ქვეშ რა დღეშია ქართული ოცნება და უმრავლესობა, მე, რა თქმა უნდა, მაინც მივიჩნევ, რომ ამ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები ამ თანამდებობიდან, რადგანაც ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება, რაშიც კომიტეტის თავმჯდომარეობამ ხელი შემიშალოს, მაგრამ ამ განცხადებას გავაკეთებ მოგვიანებით
საქართველოს პარლამენტი
კვაჭანტირაძე: ამ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები კომიტეტის თავმჯდომარეობიდან
tbl.ge/3k1t
დაკოპირდა

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე 19 მარტის კენჭისყრის შესახებ. ცნობისთვის, პარლამენტმა კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ვერ გადააყენა. მომხრე მხოლოდ 67 დეპუტატი იყო. კვაჭანტირაძის გადაყენებას ქართული ოცნებიდან მხარი ცოტნე ზურაბიანმა, რატი იონათამიშვილმა და ლევან კობერიძემ არ დაუჭირეს. ამასთან, სხდომას არ ესწრებოდა უმრავლესობის 34 წევრი. საკითხს პარლამენტი ორ კვირაში დაუბრუნდება.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




