ბორჯღალოსნები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:6 დაამარცხა

ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები დასკვნითი შეხვედრაში ანგარიშით 22:6 დაამარცხეს.

მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმში კი ანგარიში გაიზარდა. 

ცნობისთვის, რუსეთის ნაკრებამდე, ბორჯღალოსნებმა რუმინეთის, ესპანეთის, ბელგიისა და გერმანიის ნაკრებები დაამარცხეს და ჩემპიონებიც გახდნენ. ამ მატჩს სატურნირო მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. თუმცა, ქართველმა სპორტსმენებმა, პრინციპულ მეტოქესთან ძალისხმევა არ დაზოგეს და უკვე ტრადიციულად, რუსები დაამარცხეს. 

კომენტარები