ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საფრანგეთი

პარიზში "ყვითელი ჟილეტების" აქციები გრძელდება, მომიტინგეებმა შენობებს ცეცხლი წაუკიდეს

კვირა, 17 მარტი, 2019 - 18:02
tbl.ge/3jvl
დაკოპირდა
AFP
Getty Images
Getty Images

საფრანგეთის დედაქალაქში "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. კვირის ბოლოს გამოსვლებისას 60 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მათ შორის 17 პოლიციელი და ერთი მეხანძრე.

ეს პროტესტის მე-18 კვირაა. მომიტინგეებმა პოლიციის ბარიკადებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომიტინგეების ნაწილმა ბანკის, ცნობილი რესტორნის Le Fouquet’s-ის და მაღაზიების შენობებს ფანჯრები ჩაუმსხვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. მეხანძრეებმა ხალხის ევაკუაცია და ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს. რესტორანი Le Fouquet’s საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის საყვარელი რესტორანი იყო და ნიკოლა სარკოზიმ 2007 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სწორედ აქ აღნიშნა. მომიტინგეებმა რესტორნის კედლებზე დააწერეს "სარკოზიმ ყველაფერი გააფუჭა".

პარიზის პოლიციის სპიკერის თქმით დააკავეს 64  ადამიანი. სხვადასხვა მონაცემებით საპროტესტო აქციებზე 10,000-მდე ადამიანი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო, მოსახლეობა საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდა, თუმცა შემდეგ ეს ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. აქციების მიმდინარეობისას დაიღუპა 7 ადამიანი. დაშავებულთა და დაკავებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.

მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან უკვე ამოიღო, თუმცა აქციები სხვადასხვა მოთხოვნით კვლავ გრძელდება. მომიტინგეების ნაწილი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვს. მისი რეიტინგი 23%-მდე დაეცა.

აქციების საპასუხოდ, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას დაპირდა, რომ საშემოსავლო მინიმუმს 7%-ით გაზრდის, შემცირდება გადასახადები და 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო დამსაქმებლებს წაახალისებს, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს გადასახადებისაგან თავისუფალი ბონუსი მისცეს. მთავრობის წარმომადგენლების მიხედვით ცვლილებები სახელმწიფოს 8-დან 10 მილიარდ ევრომდე დაუჯდება.

საფრანგეთიყვითელი ჟილეტებინიკოლა სარკოზიემანუელ მაკრონიპარიზი

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 7 ივლისი, 2026 - 16:29ლე პენს ევროპარლამენტის ფულის მითვისების საქმეზე შინაპატიმრობა მიესაჯა
  • კვირა, 28 ივნისი, 2026 - 19:16საფრანგეთში პარაშუტისტების თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11 ადამიანი ემსხვერპლა
  • ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026 - 15:49პარიზში Bank of America-ს ფილიალს, სავარაუდოდ, ისლამისტური დაჯგუფება თავს დაესხა
  • სამშაბათი, 27 იანვარი, 2026 - 15:33საფრანგეთის ასამბლეამ 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა დაამტკიცა
  • ორშაბათი, 26 იანვარი, 2026 - 20:21მაკრონი 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვას მოითხოვს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 03:06

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:58

გორში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა – ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:43

Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕