აშშ

ამერიკელმა კონგრესმენმა ოფისში მთელი დღე სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელებში გაატარა

ამერიკელ კონგრესმენის, მერი გეი სკანლონის, ფეხსაცმელების ფოტო Twitter-ის მომხმარებლებში ვირუსულად გავრცელდა. საქმე ის არის, რომ რესპუბლიკელ კონგრესმენს სამსახურში ერთი მოდელის, თუმცა სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელები ეცვა. 

ფოტო თავად კონგრესმენმა გამოაქვეყნა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე: 

"დღის 4:04 საათია და ახლა შევამჩნიე, რომ მთელი დღე 2 სხვადასხვა ფეხსაცმლით დავდივარ".

მის მიერ გაზიარებულ ფოტოზე ჩანს, რომ მას მარჯვენა ფეხზე ლურჯი ფეხსაცმელი აცვია, ხოლო მარცხენაზე - შავი.

გამომდინარე, იქიდან, რომ სიჩქარისა და გადაღლილობის დროს ადამიანები ხშირად იქცევიან უცნაურად, Twitter-ის პოსტს მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა, სადაც ადამიანები თავიანთ მსგავს ისტორიებს იხსენებდნენ. ერთერთმა მომხმარებელმა მას საკუთარი ფოტო დაუდო კომენტარებში, სადაც აბსოლუტურად სხვადასხვა მოდელის ფეხსაცმელები აცვია, შემდეგი აღწერით: "წელიწადში ერთხელ მაინც ვიქცევი ასე! კარგ კომპანიაში მოხვდი!"

Teen Vogue-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სკანლონი ხსნის, რომ მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და ამის გამო ვერ შეამჩნია, რომ სხვადასხვა ფეხსაცმელი ეცვა. 

"როგორც ყოველთვის, ძალიან გადატვირთული დღე იყო. მერე, დაახლოებით 4 საათისთვის, სავარძელზე დავჯექი ოფისში თანამშრომლებთან სასაუბროდ და სწორედ ამ დროს ერთერთმა მიმითითა, რომ სხვადასხვა ფეხსაცმელი მეცვა. თუმცა, გამოცვლის დრო არ მქონდა მანამ, სანამ კიდევ ერთ 4-საათიან შეხვედრას არ ჩავატარებდი. ვფიქრობ, ხალხის რეაქცია გასაოცარი იყო. მათ გააცნობიერეს, რომ მათ მიერ არჩეული წარმომადგენელიც ზოგჯერ სხვადასხვა ფეხზე სხვადასხვა ფეხსაცმელს იცვამს,"- ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი. 

მერი გეი სკანლონი მართლმსაჯულების კომიტეტის ვიცე თავმჯდომარე და საკანონმდებლო კომიტეტის წევრია, ასე რომ, გასაგებია, თუ რატომ ჰქონდა ძალიან ბევრი საქმე. 

კომენტარები