თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე, მე, მე ნამდვილად არ წამომიდგენია, თეა არის ძალიან ღირსეული ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ მისი შენატანი ყველა იმ რეფორმაში, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, გვქონოდა ის პროგრესი, რომელიც გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, მისი წვლილი ამაში არის ძალიან დიდი და ამას გეუბნებით გულწრფელად
tbl.ge/3jgk
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია. ის ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ გარკვეულ საკითხზე ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა და ერთი კვირის ვადაში გადაწყვეტდა, დატოვებდა თუ არა თანამდებობას. თეა წულუკიანმა 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოზიციები შეაჯერეს და თემა ამოწურულია. შესაბამისად, ის თანამდებობას აღარ დატოვებს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




