ქართული ოცნება

პრემიერი: თეას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც გვაქვს

თეა არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან, მაშინ როცა ყალიბდებოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მას აქვს ძალიან დიდი წვლილი შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც გვაქვს.

არსებობდა ერთი ინიციატივა, საკითხი, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომელზეც იყო მსჯელობა და ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაც არის, მოვახდინო საკითხის შეჯერება და შესაბამისად, გადაწყვეტილია მისი მიღება. საკითხი არის შეჯერებული, აზრთა თანხვედრა არის ამ კონკრეტულ ინიციატივასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში.

თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე, მე, მე ნამდვილად არ წამომიდგენია, თეა არის ძალიან ღირსეული ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ მისი შენატანი ყველა იმ რეფორმაში, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, გვქონოდა ის პროგრესი, რომელიც გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, მისი წვლილი ამაში არის ძალიან დიდი და ამას გეუბნებით გულწრფელად

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია. ის ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ გარკვეულ საკითხზე ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა და ერთი კვირის ვადაში გადაწყვეტდა, დატოვებდა თუ არა თანამდებობას. თეა წულუკიანმა 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოზიციები შეაჯერეს და თემა ამოწურულია. შესაბამისად, ის თანამდებობას აღარ დატოვებს.

კომენტარები