სირია

ბრიტანელი ქალის, რომელიც ISIS-ის მებრძოლზე გათხოვდა, ახალშობილი სირიის ბანაკში გარდაიცვალა

BBC

ბრიტანელი თინეიჯერის, შამიმა ბეგუმის ახალშობილი სირიაში, იმ ბანაკში გარდაიცვალა, სადაც დედასთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომელთა დაქვემდებარებაშიც არის ამჟამად ბანაკი.

ახალშობილი სამი კვირის იყო და მისი გარდაცვალების მიზეზად ფილტვების ანთება დასახელდა.

19 წლის შამიმა ბეგუმი სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს 2015 წელს, 15 წლის ასაკში შეუერთდა. შამიმას 27 წლის ქმარი - ჰოლანდიელი, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთვის იბრძოდა, სირიის დემოკრატიულ ძალებს რამდენიმე კვირის წინ ჩაბარდა, თავად შამიმა კი ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში მოხვდა და ბავშვი გააჩინა.

მას ბრიტანეთში დაბრუნება სურს, თუმცა მოქალაქეობა ჩამოართვეს. შამიმას ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შამიმამ ლონდონი ორ თანაკლასელთან ერთად ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დატოვა. მისი თქმით ერთ-ერთი კლასელი დაბომბვისას დაიღუპა, ხოლო მეორე ბედი უცნობია.

მისი თქმით, აქამდე ორი შვილი გააჩნია და ორივე მათგანი ჩვილობაში გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და დაავადებებისგან.

კომენტარები