ალჟირი

ალჟირში პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

Reuters

ალჟირში ათობით ათასი ადამიანი პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს აგრძელებს. "ბუტეფლიკა, წადი!", "ალჟირი რესპუბლიკაა და არა სამეფო", "ჩვენ გავხდით ალჟირს კვლავ დიდებულს" ეწერა მომიტინეების ბანერებზე.

მობილიზებულია პოლიცია. დედაქალაქში შეჩერებული იყო მეტრო და სარკინიგზო მოძრაობა.

გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბუტეფლიკამ გამოაცხადა, რომ 20 წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლების დათმობას არ აპირებს და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

მომიტინგეების რამდენიმე პარლამენტარიც შეუერთდა, ვინც მმართველი პარტია პროტესტის ნიშნად დატოვა.

82 წლის ბუტეფლიკა, რომელმაც 2013 წელს გულის შეტევაც გადაიტანა, ამჟამად ჟენევაში მკურნალობს. მას 2014 წლის შემდეგ საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა გუშინ მომიტინგეები გააფრთხილა, რომ გამოსვლებმა შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

მან მოსახლეობას სთხოვა კიდევ ერთხელ აერჩიათ პრეზიდენტად და დაჰპირდა, რომ არჩევის შემთხვევაში პოსტს ერთი წლის შემდეგ დატოვებს.

მომიტინგეები ბუტეფლიკას გადაწყვეტილებასთან ერთად კორუფციას და უმუშევრობასაც აპროტესტებენ.

კომენტარები