ალჟირი

ალჟირში სასკოლო გამოცდების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშეს

Getty Images

ალჟირში სასკოლო გამოცდების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშეს.

როგორც მობილურ, ასევე საკაბელო ინტერნეტზე წვდომა 20-დან 25 ივლისამდე იქნება შეზღუდული.

მსგავსი ზომების მიღება 2016 წლის შემდეგ დაიწყეს, როდესაც საგამოცდო კითხვები გამოცდის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა. გასულ წელს მთავრობამ ინტერნეტ პროვაიდერებს გამოცდების პერიოდში სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვა სთხოვა, თუმცა ვინაიდან ამ მეთოდმაც არ გაამართლა უფრო მკაცრი ზომების მიღება გადაწყდა.

გარდა ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვისა, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს სკოლის ტერიტორიაზე ნებისმიერი ელექტორნული მოწყობილობის შეტანა ეკრძალებათ. სკოლებში მეტალის დეტექტორები დააყენეს. გარდა ამისა, საგამოცდო ცენტრებთან დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები და მობილური ტელეფონის სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები.

მიმდინარე წელს ალჟირში სასკოლო სერთიფიკატის გამოცდებს 700,000 სტუდენტი აბარებს.

კომენტარები