ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ბუნებრივია, მასთან კომუნიკაცია მქონდა. ზოგადად, ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ყველა მივესალმებით, რომ ირაკლი დაბრუნდა პარტიაში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ყველას გვახსოვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში მისი შექმნის დღიდან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი "ქართული ოცნებისთვის", ვინაიდან შევძლებთ, ჩვენი პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და მეტად ეფექტური გავხადოთ. ირაკლის გამოცდილება, მოტივაცია და ენერგია ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია
tbl.ge/3j6u
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ეხმაურება ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის "ქართულ ოცნებაში" დაბრუნებას.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




