მაიკლ ჯექსონი

მანჩესტერის ფეხბურთის მუზეუმში მაიკლ ჯექსონის ქანდაკება აიღეს

bbc

მანჩესტერის ფეხბურთის ეროვნულ მუზეუმში მაიკლ ჯექსონის ქანდაკება აიღეს. ამის შესახებ BBC წერს

მუსიკოსის ქანდაკება საფეხბურთო გუნდ "ფულჰემის" მაშინდელმა პრეზიდენტმა მუჰამედ ალ ფაიედმა 2009 წელს ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ შეუკვეთა. მუზეუმში აცხადებენ, რომ ქანდაკება "მიმდინარე გეგმების" გამო აიღეს, რათა ფეხბურთის ისტორია იყოს კარგად წარმოჩენილი. 

თუმცა, მედია წერს, რომ ეს დოკუმენტური ფილმ Leaving Neverland-ს უკავშირდება, სადაც ორი კაცი ყვება, რომ  მაიკლ ჯექსონი 7 და 10 წლის ასაკში მათზე სექსუალურად ძალადობდა.

"Leaving Neverland"-ის პრემიერი თავდაპირველად სანდენსის ფესტივალზე შედგა. პრემიერი შემდეგ მაიკლ ჯექსონის სააგენტომ HBO-ს უჩივლა და 100 მილიონი დოლარის გადახდა მოთხოვა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მოგვიანებით კი, დაანონსეს რომ ზუსტად ფილმის სატელევიზიო პრემიერების [3 და 4 მარტი] დროს მაიკლ ჯექსონის ბუქარესტში და უემბლიზე ჩატარებული კონცერტების ჩანაწერები დაიდებოდა "ლიმიტირებული დროით".

მაიკლ ჯექსონი სიცოცხლეშივე ორჯერ 1993 და 2003 წლებში დაადანაშაუელეს ბავშვების სექსუალურ შევიწროებაში. პირველ შემთხვევაში პოპის მეფე უდანაშაულოდ ცნეს, მეორე შემთხვევაში კი მისი სასამართლო პროცესები 2003 წლიდან 2005 წლამდე გრძელდებოდა და საბოლოოდ სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.

კომენტარები