ყალბი ფულის გასაღება

ყალბი ფულის გასაღების ორ ფაქტზე 3 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის გასაღების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, კახეთის რეგიონში   200 ლარის ნომინალის ყალბი კუპიურა გაასაღა. ხოლო მეორე შემთხვევაში ბრალდებულებმა, ქალაქ თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყალბი 100 და 200-ლარიანი კუპიურები გაასაღეს.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული პირებისგან ამოღებულია ჯამში 4 150 ლარის ოდენობის სხვადასხვა ნომინალის ყალბი კუპიურა",- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები