დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ღარიბაშვილი უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე: გამოვიდა, რომ მტრის წისქვილზე დაასხეს წყალი

ძალიან აუხსნელია ჩემთვის პირადად თუნდაც ეკას ექმედება, ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, რაღაცაშია პრობლემა. არ ვიცი, რისგან ან ვისგან, უბრალოდ, გულწრფელად გიზიარებთ ჩემს აზრებს (მე აღარ მაქვს კომუნიკაცია ეკასთან, დღეს გვქონდა მოკლედ მიმოწერა რაღაც, რომ მიესალმება ჩემს დაბრუნებას).

მე ასეთი განცდა მაქვს, იმიტომ, რომ შენ როცა აყენებ მოთხოვნას, რომ გინდა, იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალური, იმიტომ, რომ არც ერთი პარტია და ხელისუფლება არ იქნება იდეალური. თუ გაქვს შეკითხვა, რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში, არ შეიძლება პარტიის შიგნით განხილული თემები მერე გამოიტანო საჯაროდ და სხვის და შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი. მე ვიცი ასე, ასე გამოვიდა [რომ ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და სხვებმა მტრის წისქვილზე დაასხეს წყალი]

ართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ზვიად კვაჭანტირაძის და სხვა დეპუტატების გასვლაზე.

კომენტარები