ქართული ოცნება

ხაინდრავა: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს ეს ქვეყანა საოცარ ქაოსში იქნებოდა

ბიძინა ივანიშვილის ერთერთი გამორჩეული თვისება ის არის, რომ პირდაპირ ლაპარაკობს იმას, რისი თქმაც უნდა, არასოდეს [ლაპარაკობს მინიშნებებით]. უფრო ადრე ამბობს, ვიდრე ეს სრულდება, წინასწარ იძახის იმას... ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რასაც იძახის, იმ მომენტში შეიძლება ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მერე ხდება.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არაორდინალური ფიგურაა ქართულ სინამდვილეში, არამარტო პოლიტიკურში, მე ვფიქრობ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ არა მისი ფიგურა, რომელიც ადუღაბებს გარკვეულ ძალებს, დღეს ეს ქვეყანა საოცარ ქაოსში იქნებოდა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პირველი არხის გადაცემაში - "კვირის ინტერვიუ".

კომენტარები