დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ხაინდრავა: ქართული ოცნება პარტიად ახლა ყალიბდება, ადრე იყო ძალიან ეკლექტური გაერთიანება

ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური პარტია, ახლა ყალიბდება ჩემი აზრით. ადრე იყო ძალიან ეკლექტური გაერთიანება, სადაც აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანი [იყო შეკრებილი]... უფრო რევოლუციური პროცესი იყო მისი კარგი გაგებით, არა, ევოლუციური პროცესი იყო უფრო და არა რევოლუციური, თუმცა რევოლუციური იყო, რადგან ის, რაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა მოახდინა ქართული ოცნების თაოსნობით და ბიძინა ივანიშვილის მხედართმთავრობით (დავით მაღრაძეს რომ დავუბრუნდეთ), რა თქმა უნდა, რევოლუციური გარდაქმნა იყო ქვეყნის და საერთოდ ცხოვრების წესის.

ამიტომ, იქ უამრავი ადამიანი შეიყარა, რომელთა ერთად დაჯგუფებაც ძნელი წარმოსადგენი იყო რამე სხვა პირობებში. ის პროცესი, რომელიც მიდის და ისეთ სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო და საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, დემოკრატიაზე პრეტენზია გაგვაჩნია და მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია და სიტყვით თავისუფლება დღეს ქვეყანაში არის და ეს სერიოზული მონაპოვარია, ამ პირობებში არ უნდა გვიკვირდეს და პირიქით, პოზიტიურად ვხვდებოდეთ იმას, რაც ხდება, ხდება აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, როდესაც უკვე პოლიტიკური მსოფლმხედველობის, პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ხდება გადანაწილება

რეჟისორი გოგა ხაინდრავა პირველი არხის გადაცემაში "კვირის ინტერვიუ", ქართულ ოცნებაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა ქართული ოცნების შვიდმა დეპუტატმა - ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა, მირიან წიკლაურმა და ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები