ხაზარაძე: გახარიას მუქარის წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი

როგორც მოგეხსენებათ, ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით. ახლა გამოვედი. წერილის ასლი გადავეცი. ასევე, გავაკეთე კომენტარები და გამოვედი. წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე

TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, ეს კომენტარი ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ გააკეთა. 4 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა

კომენტარები