თუ ეგ ეგრეა, ბატონი დავით ბაქრაძის სახელით მინდა რჩევა მივცე - ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ქვეყნისთვის არის ის, რომ ისინი უნდა ჩამოცილდნენ ხელისუფლებას, უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ეს მოხდება ყველა შემთხვევაში, მოუსმენს ივანიშვილი ჩვენს რჩევას თუ არა...
...თუ ამ არასერიოზულ საუბარს აღარ ავყვებით, რომ ის ჩვენს რჩევებს უსმენს... სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ნეტა ასე იყოს, მაშინ ის იქნებოდა ბიზნესმენი, მიხედავდა თავის საქმეს დიდი ხანია და ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას შეეშვებოდა თვითონაც და მისი გუნდიც, რაც სამწუხაროდ, გრძელდება და ღრმავდება ყველა მიმართულებით





