საქართველო-რუსეთი

კარასინი: თბილისმა უნდა აირჩიოს, რეგიონული კეთილგანწყობა ან ევროატლანტიკური კურსი

kommersant.ru

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, ბოლო დროს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან მკვეთრი განცხადებები გახშირდა.

როგორც კარასინმა კომერსანტთან ინტერვიუში თქვა, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობებს იმ დოზით განავითარებს, რა დოზითაც ამისთვის ოფიციალური თბილისი იქნება მზად.

"ბოლო დროს ქართველი მაღალჩინოსნები საუბრობენ ნატო-ს მიმართულებით დაჩქარებულ სვლაზე, ასევე იმაზე, რომ თითქოს რუსეთი მთელი დემოკრატიული ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ბუნებრივია, ეს გვაწუხებს. ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ორმხრივ განვიტარებას ხელს უშლის. თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის შესრულება ერთდროულად რთულია და შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს",- ამბობს კარასინი. 

მისივე თქმით,სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო-ს აქტიურობის გაზრდა, ადრე თუ გვიან გარკვეული პრობლემების მომტანი იქნება.

"ჩვენ გვახსოვს, რით დაიწყო უკრაინული პრობლემები. ამ შემთხვევაშიც საკითხი ანალოგიურად დგას. საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ადგილიდან დაიძვრება, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა. ისტორია გვიჩვენებს, რომ დაფაზე ერთდროულად თამაშის მცდელობები გაუგებრობას იწვევს და ამას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს", - ამბობს ის. 

კომენტარები