დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: კობახიძის იმპიჩმენტის პროცესი თუ დავიწყე, ბოლომდე მივიყვან

ეს პროცესები [კობახიძის იმპიჩმენტი] მე ჯერ არ დამიწყია. როცა მკითხეს, გამორიცხავთ თუ არა, ვთქვი, რომ არ გამოვრიცხავ, მაგრამ არ დამიწყია. თუ დავიწყებ, ბოლომდეც მივიყვან. იმიტომ რომ რასაც ვიწყებ ის ბოლომდე მიმყავს. ამიტომ, ნუ წამაქეზებენ. მე ვიცი, როდის რა ნაბიჯი გადავდგა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები