დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

სესიაშვილი: პაუზის აღება მომიწია, რათა პირველ რიგში, საკუთარ თავში ჩამოვყალიბებულიყავი

საკმაოდ რთული საკითხია რის წინაშეც ყველა დავდექით. როგორც სასამართლო თემასთან დაკავშირებით, ასევე პოლიტიკურ ერთობასთან მიმართებაში. მრავაწახნაგოვანი იყო. იყო სისტემური საკითხი, იყო პასუხისმგებლობის თემა, იყო ემოციური ფონი. ასევე იყო ინდივიდუალური ინეტერესები. ამიტომ მე პირადად შევეცადე პროცესს დავკვირვებოდი და არ მიმეღო რაიმე სახის ემოციური გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული არ იქნებოდა რაციონალურ, პრაგმატულ და რაც მთავარია იმ გადაწყვეტილებასთან, რაც პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ამ ფონზე მომიწია პაუზის აღება იმისათვის, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავში ჩამოვყალიბებულიყავი.

ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტვ.პირველის გადაცემა "პოლიტმეტრში" მმართველ გუნში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას თქვა. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები