დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

მდინარაძე: ეს პროცესი დაჯდება, დაღვინდება, უმრავლესობა იქნება მყარი პარლამენტში

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გახდა თანმდევი პროცესი იმისა, რაც დაიწყო არაკონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით. ეს არის პროცესი, რომელიც დაჯდება, დაღვინდება. ნახავთ, რომ უმრავლესობა იქნება მყარი პარლამენტში, იქნება ოპოზიცია, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის უკვე ყოფილი წევრები დაემატებიან. გაგრძელდება ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი. დემოკრატიულ სისტემებში მსგავსი სისტემები არანაირ პრობლემებს არ ქმნიან.

ამბობს, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსთავი 2-თან საუბარში. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები