განათლების შესახებ კანონი

ქანთარიას კანონპროექტით, განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა "ლიბერალურს" ამოიღებენ

ტაბულა

ქანთარიას კანონპროექტი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას გულისხმობს

2019 წლის 20 თებერვალს პარლამენტში ნუკრი ქანთარიას და გენადი მარგველაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. 

კანონპროექტი კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას გულისხმობს. 

კანონის ამჟამინდელი ჩანაწერი ასეთია: 

საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:

ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლებამოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

კანონპროექტის მიხედვით კი ასეთი: 

"მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება". 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მოქმედ კანონში არსებული ჩანაწერი არ შეესაბამება ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას. 

კომენტარები