ლარის გაუფასურება

ლარი კიდევ გაუფასურდა - დოლართან 1.70 თეთრით, ევროსთან - 2.74 თეთრით

ლარი დღესაც გაუფასურდა - დოლართან მიმართებით 1.70 თეთრით, ევროსთან - 2.74 თეთრით. 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარი 2.6940 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო -  3.0701 ლარი. საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქული ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა. 

ლარს სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა. ამ დროის მანძილზე ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, პირიქით, სებ-მა დეკემბრის ბოლოდან დოლარის ყიდვა ინტენსიურად დაიწყო. 2019 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან უკვე 135 მლნ დოლარი შეისყიდა. აღსანიშნავია, რომ დოლარის ყიდვის მიუხედავად, ლარი იანვარ-თებერვალში მცირედით მყარდებოდა, ხოლო ერთ კვირაზე მეტია, თითქმის ყოველდღიურად უფასურდება.

კომენტარები