დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: უნდოდათ, რომ კომიტეტში ამ სიას არ დავხვედროდი, მაგრამ ღმერთმა ინება და დავხვდი

რატომ მიპირებდნენ [ვიცესპიკერად] გადაყვანას? რა პრობლემა იყო ჩემთან დაკავშირებით თუ არა ეს, სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესი? რატომ აპირებდნენ ჩემს ვიცესპიკერად დანიშვნას, ჩემს კარიერაზე ზრუნავდნენ? თუ ჩემს კომფორტზე ზრუნავდნენ? ხომ გამოჩნდა, რომ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ იურიდიულ კომიტეტში ეკა ბესელია ამ სიას არ დახვედროდა, მაგრამ ღმერთმა ინება და დახვდა და კიდევ კარგი, რომ დახვდა.

მე მგონი, ძალიან მარტივად ასახსნელია, რა იყო ეს სპეცოპერაცია ჩემი ვიცესპიკერად გადაყვანის. კარგი, თუ კონფორმისტი ვარ და თუ გავლენებისთვის ვიბრძვი, რატომ არ გადავედი ვიცესპკერად, რა მინდოდა ქუჩაში რომ გამოვვარდი

დეპუტატი ეკა ბესელია რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები