დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: მე არ ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ფიქრობს

მე არ ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ფიქრობს, მე ვარ ადამიანი, რომელიც ფიქრობს შედეგზე და სწორედ ამიტომ, ბევრი რამ შემიცვლია შიგნით ჩემი ამ პოზიციით, მდგომარეობით და სიმართლით/

მე რამე განსაკუთრებული ჯადოსნური ჯოხი კი არ მაქვს, აი, ასეთი ბიზნესინტერესებისგან, პირადი ინტერესებისგან თავისუფალი ადამიანი ვარ. თქვენ შეგიძლიათ, ჰკითხოთ ნებისმიერ ყოფილ ჩინოვნიკს, ყოფილ მინისტრს თუ მოქმედს, არასოდეს არავისთვის მე არაფერი მითხოვია ჩემთვის, არასოდეს, არასოდეს, ამიტომ მაქვს იმდენი უფლება დღეს, როცა ვლაპარაკობ რაღაცა მაღალ ღირებულებებზე თუ მორალურ სტანდარტებზე, მაქვს მგონი ამის უფლება, რომ ასე ვილაპარაკო, ამიტომ თუ საჯაროდ არ ვლაპარაკობდი, შედეგზე ვფიქრობდი

დეპუტატი ეკა ბესელია რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები