ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.19 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.22 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.19 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.22 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი 2.6770 ლარი ღირს, 1 ევრო კი - 3.0427 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა.

ლარს სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა. ამ დროის მანძილზე ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, პირიქით, სებ-მა დეკემბრის ბოლოდან დოლარის ყიდვა ინტენსიურად დაიწყო. 2019 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 135 მლნ დოლარი შეისყიდა. აღსანიშნავია, რომ დოლარის ყიდვის მიუხედავად, ლარი იანვარ-თებერვალში მცირედით მყარდებოდა, ხოლო ბოლო ერთი კვირაა, თითქმის ყოველდღიურად უფასურდება.

კომენტარები