ქართველი სამხედროები

ქაშვეთის ეკლესიაში ქართველი კადეტების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კადეტების სოსო მაკარაძისა და ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს. პანაშვიდზე მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები. დაღუპულების ცხედრებს 18:00-ზე საკუთარ სახლებში გადაასვენებენ. სოსო მაკარაძეს თერჯოლაში, ბესარიონ გორჯოლაძეს კი, კასპში დაკრძალავენ.

"მძიმეა, როდესაც ახალგაზრდა მიდის ამ ცხოვრებიდან. განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც განგებას ჩვენგან მიჰყავს ადამიანი, ვისაც შეეძლო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და მის მომავალში. ჩვენ მათ ვგლოვობთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მთელ საქართველოსთან ერთად", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელი - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში, 7 მარტს მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლნენ.

კომენტარები