ხვალ, 26 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
კრწანისის რაიონი
13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის, ვირსალაძის და თელეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, იუმაშევის, ჭირნახულის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეველეს ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





